ყარაჯლის ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს

დღეს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრალური გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა – ალექსანდრე შათირიშვილმა მოადგილეებთან ერთად მოინახულა. გამგებლის განცხადებით მოასფალტების პროცესი მაისის ბოლოს დასრულდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 251 800 ლარია, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოებს კი კომპანია “სერპანტინი” ასრულებს.

Visited 165 times, 1 visit(s) today