ყვარელში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები კახეთს ეწვევივნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 25 მაისს “დიპლომატიური ტური” გაიმართა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ყვარელს ეწვივნენ. დიპლომატიურ ტურში მონაწილეობა მიიღესსაქართველოში აკრედიტებულმა როგორც რეზიდენტებმა, ასევე არარეზიდენტმა ელჩებმა. ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა კახეთის რეგიონის, როგორც ეკონომიკური, ასევე ტურისტული პოტენციალი მოინახულეს „მეღვინეობა ხარება“-ში და ქართულ ღვინო და ეროვნული კერძები დააგემოვნეს. სტუმრებს, ყვარელში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად დახვდნენ.

Visited 129 times, 1 visit(s) today