ყვარელში #1 და #2 საბავშვო-ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ყვარელში #1 და #2 საბავშვო-ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები, დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ილია მზექალაშვილმა, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ზურაბ შავბალახაშვილთან და ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების. სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან თეიმურაზ კოკორაშვილთან ერთად დაათვალიერა.
სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელიც #2 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს, წესრიგდება შიდა და გარე ფასადი, ეზოს ინტერიერი, სველი წერტილები, მონტაჟდება გათბობის სისტემა, იცვლება კარ-ფანჯარა, რის შემდეგაც შენობა სრულად დააკმაყოფილებს ყველა საჭირო სტანდარტს.
პროექტი, რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და შენობის სრული რეაბილიტაციისთვის 340 100 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე დასრულდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ამაგი“ აწარმოებს.
#1 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის კი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 66 500 ლარია გამოყოფილი. პროექტის მიხედვით, განახლდება ოთახები და დამონტაჟება გათბობის თანამედროვე სისტემა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ირთანი“ 12 აგვისტომდე დაასრულებს.
დღესვე, ილია მზექალაშვილმა ზ.ჭავჭავაძის, გურამიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და ლაშარის ქუჩების კვეთაზე მიმდინარე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებიც მოინახულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 649 ლარი იხარჯება და სატენდერო წინანადადების მიხედვით შპს „ჯოტო -50“ -მა 17 ივლისამდე უნდა დაასრულოს.

Visited 183 times, 1 visit(s) today