დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი სოფლის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის საჭიროებების მიხედვით და პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების აზრი მოისმინა. სოფელ წიწკანაანთსერის მოსახლეობამ ორი საკითხი დაასახელა პრიორიტეტად, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სკვერის მშენებლობა, რაზეც აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსახლეობამ შეთანხმებას ვერ მიაღწია და საკითხის გადაწყვეტისთვის და საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის დრო ითხოვა. სოფელ სანავარდოს მოსახლეობა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას და სოფლის რამდენიმე უბანში გარე-განათების მოწყობას ითხოვს, კუჭატანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია და გარე-განათების დამონტაჟება, ხოლო სოფელ გავაზში კი მთავარ პრიორიტეტებად საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება დასახელდა. შემდეგი შეხვედრით, (რომელიც 9 მარტს სოფელ შილდაში, საბუესა და ალმატში უნდა გაიმართოს,) ამ ფორმატში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები სრულდება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრა შედგა
Visited 218 times, 1 visit(s) today