ყველაფერი კეთდება ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან 2017 წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის ტენდენციები შეაფასა: „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს კარგი სტარტით ვიწყებთ და მითუმეტეს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, რომლებმაც შეიძლება თუნდაც მცირე ზიანი მიაყენონ ეკონომიკურ ზრდას“ – აღნიშნა გახარიამ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო სერიოზულად და კონცენტრირებულად ხარჯავს დიდ რესურსს ეკონომიკური ზრდისთვის. „აქ იგულისხმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ინვესტიციები ტურიზმის მიმართულებით. ეს ყველაფერი კეთდება ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. დღეს რეგიონში ვართ ლიდერები, თუმცა, ისიც გვესმის, რომ 4 პროცენტიანი ზრდა არ არის იდეალური და გვინდა კიდევ უფრო მეტი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Visited 142 times, 1 visit(s) today