ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ, რომ მალე დავძლიოთ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ, რომ მალე დავძლიოთ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები და სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, რომლის განმტკიცების ერთ-ერთი მყარი საფუძველი სწორედ ძლიერი, დამოუკიდებელი ენერგეტიკული სისტემაა და ამ სისტემაში „ნამახვანი ჰესის“ პროექტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. შესაბამისად, ულტიმატუმები და რადიკალიზაცია ნამდვილად არ არის სწორი გზა და ვფიქრობ, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით სწორი კომუნიკაციის ფარგლებში ყველა პრობლემა აღმოიფხვრება – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე განაცხადა. მინისტრის თქმით, პანდემიამ წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის თითქმის პარალიზება გამოიწვია და ახლა ყველა ერთად მუშაობს იმისთვის, რომ გაიხსნას, ამოქმედდეს და გამოცოცხლდეს ტურიზმი, ამუშავდეს ბიზნესი, ტრანსპორტი, მაღაზიები და ჩამოსულ ტურისტებს დახვდეს უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო. მისივე თქმით აქედან გამომდინარე, ცხადია, ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ, ამ მიმართულებით ვიაროთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ პლატფორმის ფარგლებში, რაც გვაქვს ნამახვანი ჰესთან მიმართებაში და გამოცხადებული მორატორიუმის პირობებში, ნამახვანი გახდება გაცილებით უფრო სრულყოფილი პროექტი და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Visited 68 times, 1 visit(s) today