ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 96 ღვინის კომპანია, დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5,53 ათას ტონას მიაღწია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

17 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 45,5 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 18,4 ათასი ტონა რქაწითელი, 23,4 ათასი ტონა საფერავი, 1,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 53,8 მლნ ლარია მიღებული.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 96 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5,53 ათას ტონას მიაღწია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 17 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,3 ათასი ტონა, გურჯაანი – 9,9 ათასი ტონა, თელავი – 6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 1,5 ათასი ტონა, ახმეტა – 1.1 ათასი ტონა და საგარეჯო – 674 ტონა.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.
მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.

Visited 206 times, 1 visit(s) today