„შავი ზღვის არენას“ საკონცერტო დარბაზთან, რკინიგზის სადგურის მშენებლობა დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კურორტ შეკვეთილში, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო ავტომაგისტრალზე, ნატანების სარკინიგზო სადგურსა და წვერმაღალის სარკინიგზო გაჩერებას შორის, „შავი ზღვის არენას“ საკონცერტო დარბაზთან, რკინიგზის სადგურის მშენებლობა დასრულდა.
აშენდა თანამედროვე დიზაინის რკინიგზის სადგური, რომლითაც „შავი ზღვის არენაზე” გამართულ კონცერტებზე დასწრების მსურველებიც ისარგებლებენ.
ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
უახლოეს მომავალში შეკვეთილის რკინიგზის სადგურთან მწვანე ნარგავები დაირგვება. იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

Visited 288 times, 1 visit(s) today