შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უძღვებოდნენ. მხარეებმა ისაუბრეს ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, ასევე, გალა კონცერტის დეტალებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლები. შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „Check in Georgia”-ს ფარგლებში აჭარასა და გურიაში გაიმართება. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და ურეკში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება. ფესტივალი 7 ქვეყანას მასპინძლობს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოსფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ. შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება – ფლამენკოს შემსრულებლები ესპანეთიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco”. მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. წელს ფესტივალის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთის, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც. შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი 2016 წელს აიღო და 2 მნიშნელოვან ლოკაციას – ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა.

Visited 118 times, 1 visit(s) today