შავლეგო ტაბატაძემ გასვლითი შეხვედრები ხონსა და წყალტუბოში გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გასვლითი შეხვედრები ხონსა და წყალტუბოში გამართა. გუბერნატორმა შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის აუცილებელია სწორი ხედვა.

“ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს. მოსახლეობა იმედის თვალით გვიყრებს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მათი ნდობა, რომ გავამართლოთ. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თითოეულ მერსა თუ საკრებულოს წევრზე მოქალაქეებმა არჩევანი მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი აქვთ. მე გთავაზობთ საქმის კეთებას ერთად, გუნდურად, ხარისხიანად და მაღალი პასუხისმგებლობით. მზად ვარ ვიმუშაო 24 საათიან რეჟიმში და ხელი შევუწყო ამ რეგიონის განვითარებას”-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.

შეხვედრაზე ასევე, ისაუბრა 12-ვე მუნიციპალიტეტში საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე, სადაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები გაწევრიანდებიან და აქტიურად ჩაერთვებიან საკუთარი რაიონისა თუ ქალაქის მართვაში. იმერეთის გუბერნატორმა შეხვედრები პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად ჩაატარა.

Visited 119 times, 1 visit(s) today