შავლეგო ტაბატაძემ სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ მაკასარაშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ეგრეთწოდებულ საზღვრისპირა სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ მაკასარაშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცა. 8 სულიანი ოჯახი რეგიონის მასშტაბით ერთ–ერთია, რომელსაც ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს. ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 1000 ქულით არის შეფასებული.
მხარის რწმუნებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მრავალსულიან ოჯახს საახალწლო ნობათი გადასცა. ასევე 3 მცირეწლოვან ბავშვს საჩუქრები მიუტანა.
პერევის შემდეგ შავლეგო ტაბატაძე სამტრედიის სოფელ გორმაღალში ჩავიდა და სკოლამდელი დაწესებულების 4 აღსაზრდელს საჩუქრები ჩაუტანა. ბავშვებმა საკუთარი სურვილების შესახებ იმერეთის რწმუნებულს ერთი თვის წინ უთხრეს, როდესაც მხარის პირველი პირი სოფელში არსებული ბაღის მდგომარეობას ეცნობოდა. აღნიშნულ დაწესებულება მცირეკონტიგენტიანია და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს

Visited 176 times, 1 visit(s) today