შავლეგო ტაბატაძე მერებს და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა მერებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების შესრულება და მიმდინარეობა. ასევე, იმსჯელეს 2019 წლის პროექტებზე, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. მომავალი წლის პრიორიტეტები იმერეთის რეგიონში უკვე განისაზღვრა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით განხორციელდება.

Visited 143 times, 1 visit(s) today