შავლეგო ტაბატაძის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. მხარის რწმუნებულმა სახელმწიფო პროგრამების ათვისების აუცილებლობაზე, მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობაზე, ფერმერული მეურნეობის განვითარებასა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაზე ისაუბრა. გუბერნატორის თქმით, ყველა ის პროგრამა, რომელის ხორციელდება უმოკლეს ვადებში მოსახლეობამდე უნდა მივიდეს და თითოეულ ოჯახს გაუჩნდეს სურვილი მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა პროგრამაში. ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა და ის თანხა რასაც, სახელმწიფო გამოყოფს სწორად უნდა იყოს ათვისებული განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსმა რუსუდან ძიძიშვილმა შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინა და 5 მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესენია: დანერგე მომავალი, აგროწარმოების ხელსეწყობის პროგრამა, ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი და აგროდაზღვევა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.

Visited 176 times, 1 visit(s) today