შალვა თადუმაძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ესწრებოდა.
იანოშ ჰერმანმა შალვა თადუმაძეს მთავარ პროკურორად არჩევა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის და საქართველოს პროკურატურის საერთო პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავარმა პროკურორმა ევროკავშირის ელჩს უწყებაში განსახორციელებელი გეგმები გააცნო. შალვა თადუმაძემ საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის ერთობლივ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და მხარდაჭერისთვის იანოშ ჰერმანს მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს მთავარმა პროკურორმა და ევროკავშირის ელჩმა თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მომავალში მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

Visited 194 times, 1 visit(s) today