შალვა კერესელიძემ სოფელ არაგვისპირში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაგვისპირში, საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში ბაღი გაფართოვდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. ასევე, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და მოეწყო სველი წერტილები. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის გაფართოება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საჭიროებად დასახელდა. ახალრეაბილიტირებული ბაღი მოინახულეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა. მათ ბაღის აღსაზრდელებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. სოფელ არაგვისპირის საბავშვო ბაღი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. დაწესებულებაში სკოლამდელ განათლებას, ამ ეტაპზე, 41 ბავშვი იღებს. სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.

Visited 73 times, 1 visit(s) today