შალვა პაპუაშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ავსტრიის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, სადაც საქართველოსა და ავსტრიას თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. განიხილეს საპარლამენტო დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის გეგმებზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში.

Visited 41 times, 1 visit(s) today