შალვა პაპუაშვილი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის წევრს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, მარინა კალიურანდს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მარინა კალიურანდს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის აქტიური და მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადასადგმელი ნაბიჯები. მხარეებმა მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მათი შედეგები რეგიონისთვის. მარინა კალიურანდმა დაადასტურა, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან.

Visited 13 times, 1 visit(s) today