შალვა პაპუაშვილი ესპანეთის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პაუ მარი-კლოსესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ესპანეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე. პაუ მარი კლოსემ ესპანეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ 2022 წლის 9 ივლისს სრულდება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

Visited 53 times, 1 visit(s) today