შალვა პაპუაშვილი იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა. ენრიკო ვალვომ შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის რობერტო ფიკოს მილოცვა გადასცა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში არსებულ მეგობრობის ჯგუფებს შორის. zშალვა პაპუაშვილმა ელჩს სამომავლო გეგმები გააცნო, ისაუბრა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და მიმოიხილა დაგეგმილი რეფორმები.

Visited 24 times, 1 visit(s) today