შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ასევე, მიესალმნენ ბოლო წლებში საქართველო-იტალიის ურთიერთობების მზარდ დინამიკას განათლების, კულტურის, ვაჭრობის მიმართულებებით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და გამოთქვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე იტალიის მხარდაჭერის იმედი. ლორენცო ფონტანამ საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატა და აღნიშნა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით. ​ამასთან, საქართველოს და იტალიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა განიხილეს საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის მზარდი გეოპოლიტიკური როლი.

Visited 36 times, 1 visit(s) today