შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ჩო ჰაინდონგს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ისაუბრა არაღიარების პოლიტიკაზე და იმედი გამოთქვა, რომ კორეა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას მისცემს ხმას. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე. აგრეთვე, მიმოიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ვაჭრობა, ინვესტიციები, პირდაპირი ფრენები და სხვა. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

Visited 21 times, 1 visit(s) today