შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ლიეტუვის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა დააფიქსირა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ლიეტუვის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ლიეტუვის განვითარების პროგრამის ფარგლებსა და კოვიდ-19 პანდემიის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებისა და სექტორული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ევროკავშირში გაწევრიანების 2024 წლის განაცხადისთვის მომზადების პროცესში დაგეგმილ ნაბიჯებზე, მაღალი დონის შეხვედრებსა და ვიზიტებზე და ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის სხვა საკითხებზე.

Visited 55 times, 1 visit(s) today