შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. მააიკე ვან კოლდამმა დააფიქსირა ნიდერლანდების სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
შალვა პაპუაშვილმა ელჩთან მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და ფართო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსული ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები და საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები.

Visited 23 times, 1 visit(s) today