შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ჰადას მეიცადს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს გეგმები და პროგრესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. ელჩმა ისაუბრა 2022 წლის ნოემბერში ისრაელში დაგეგმილ არჩევნებზე. შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა ისრაელის სახელმწიფოში ახალი მთავრობისა და პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ.

Visited 38 times, 1 visit(s) today