შალვა პაპუაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რუბენ სადოიანთან. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და გამოთქვა იმედი, რომ სამომავლო თანამშრომლობაც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით და გამოხატეს ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.

Visited 40 times, 1 visit(s) today