შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰაიდი გრაუს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვისა და 2009 წლიდან შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შვეიცარიის ელჩმა გამოთქვა საქართველოს პარლამენტის გაძლიერების პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერის სურვილი.

Visited 33 times, 1 visit(s) today