შალვა პაპუაშვილი საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩს (რეზიდენციით ქ.ანკარაში) მაილს რობერტ არმიტაჟს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მაილს არმიტაჟს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრალიის თანამეგობრობას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა ავსტრალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ავსტრალიის თანამეგობრობის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ხელაშვილმა და მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის განხორციელებისთვის მზაობა გამოხატა.

Visited 17 times, 1 visit(s) today