შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის განსაკუთრებულ როლს ენერგო-რესურსების ტრანსპორტირებაში.
ასაფ ჰაჯიევმა შალვა პაპუაშვილს მიმდინარე წლის 4-5 მაისს ქ. ანკარაში გამართული PABSEC-ის გენერალური ასამბლეის სხდომის შედეგებზე ესაუბრა და აცნობა, რომ მომავალ სხდომაზე ახალი გენერალური მდივნის არჩევნები ჩატარდება, რაშიც ქართული მხარის მონაწილეობის იმედი გამოთქვა. ასაფ ჰაჯიევის თქმით, წლების განმავლობაში, საქართველოს დელეგაცია PABSEC-თან ნაყოფიერად თანამშრომლობს. მან შალვა პაპუაშვილს PABSEC-ის საპატიო მედალი გადასცა საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

Visited 23 times, 1 visit(s) today