შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ხორვატიის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაღრმავების საჭიროებას. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით. ხორვატულმა მხარემ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და გამოხატა ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზაობა.

Visited 29 times, 1 visit(s) today