შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა უკრაინის მოქალაქეები მოინახულეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზით შეწყვეტილი საჰაერო ფრენების გამო, საქართველოში ეკლესია-მონასტრებისა და სიწმინდეების მოსალოცად ჩამოსული უკრაინელი მომლოცველები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათი სასტუმროში განთავსება საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და გივი მიქანაძე ჯგუფის წევრებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. დეპუტატებმა სტუმრებს, საქართველოს პარლამენტის სახელით საჩუქრები გადასცეს.

Visited 35 times, 1 visit(s) today