შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მელინე არაკელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შალვა პაპუაშვილმა მელინე არაკელიანს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა საქართველო-ნიდერლანდებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე მუშაობაში. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა და გამოიხატა ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. ​ყურადღება გამახვილდა მიმდინარე დაძმობილების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობისა და ფისკალური მმართველობის გაძლიერებას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ​მელინე არაკელიანმა აღნიშნა, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მზად არის, ყველა მხრივ დაეხმაროს საქართველოს.

Visited 28 times, 1 visit(s) today