შალოშვილის ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბლიტირებული გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტით გათვალისწინებული იყო 300 მ-იანი გზის რეაბილიტაცია, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 5-6 მ-ია. მოეწყო ტროტუარი და გარე განათება, მოსაფალტდა ასევე მოედანი. „შალოშვილის ღვინის მარანთან“ მისასვლელი გზით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი მოსახლეობის გარდა, სარგებლობენ „შალოშვილის ღვინის მარნის“ დამთვალიერებლები, მათ შორის, უცხოელი ტურისტები.

Visited 209 times, 1 visit(s) today