შატილის სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ხევსურეთში სოფელ შატილის სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება. რეაბილიტაციის შედეგად, გამოიცვლება სკოლის სახურავი და კარ-ფანჯარა, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყობა სველი წერტილები, შემოიღობება სკოლის ეზო და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაო. სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
შატილის სკოლა-პანსიონი ხეობის რამდენიმე სოფლის ბავშვებს ემსახურება. მის მდგომარეობას 2019 წლის დასაწყისში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნო. ვიცე-პრემიერი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მოძიებას სოფლის მოსახლეობას თებერვალში გამართულ სოფლის კრებაზე დაპირდა.
მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ, სოფელ მაღაროსკარისა და სოფელ ბარისახოს სკოლა-პანსიონებსაც. შატილის სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მზია გიორგობიანთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემაც დაათვალიერა.

Visited 90 times, 1 visit(s) today