შატო მუხრანის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფელ მუხრანში ისტორიული შატო მუხრანის სასახლე ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, საქართველოს მთავრობის, დიპკორპუსისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სასახლის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც “შატო მუხრანის” ინვესტორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, აღნიშნა, რომ ასეთი ინვესტიციები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის დინამიურად განვითარებას საქართველოში.

“შატო მუხრანი წლებია ქართულ მეღვინეობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს და მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებით გამოირჩევა, თუმცა დღეს მოხდა ისტორიული სასახლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულება და ოფიციალურად გახსნა. ეს არის ალბათ ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი საქართველოში, გამორჩეული ისტორიული მემკვიდრეობით,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სასახლისა და მუხრანბატონის მამულების აღდგენის იდეა 2002 წელს დაიბადა. მას შემდეგ, ივანე მუხრანბატონის მიერ მე-19 საუკუნეში ფრანგული შატოს სტილით აგებული სასახლე და სამეურნეო ინფრასტრუქტურის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2016 წლიდან მუშაობა დაიწყო სასახლის აღდგენაზეც. ფრანგი და ქართველი არქიტექტორების მიერ დაგეგმილი სასახლე და მისი ინფრასტრუქტურა დღეს 16 ჰექტარს მოიცავს. შატო მუხრანის კომპლექსში დღეს დასაქმებულია 300-მდე ადამიანი.

Visited 201 times, 1 visit(s) today