შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ნამდვილად მოგებული აქვს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მტკიცე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ნამდვილად მოგებული აქვს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის საკითხს.
”პუტინის ჩასვლა აფხაზეთში ეს არის უპირველეს ყოვლისა იმ ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის მცდელობა, რომ მოახდინოს ლეგიტიმაცია იმ ისტორიული უსამართლობის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს არის სრულიად წაგებული ომი, იმიტომ რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მტკიცე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მტკიცე, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა საქართველოს ნადვილად მოგებული აქვს. როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ქმედებებზე, ეს მხოლოდ და მხლოდ ზიანს აყენებს ისევ და ისევ პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის იმიჯს და რაც შეეხება ოკუპაციის თემატიკას და რაც შეეხება ფარული ანექსიის მცდელობებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლასაც საქართველო მოიგებს და ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

Visited 239 times, 1 visit(s) today