შეკვეთილში თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებულმა 5*-იანმა სასტუმრომ Paragraph Hotel & Spa Resort სატესტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო სასტუმრო შემოდგომაზე გაიხსნება. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. Paragraph Hotel & Spa Resort-ში ფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი და ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი. სასტუმრო იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. გარდა დასვენებისა, სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს კონფერენციებისა და ფორუმებისთვის სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზებსა და შეხვედრების ოთახებს. სასტუმროში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელთათვისაც როგორც სხვადასხვა კატეგორიის ნომრებში, ასევე სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა. შეკვეთილის სასტუმრო, უმაღლესი ხარისხის მომსახურებების და სტანდარტების გარდა, სტუმრებს შესთავაზებს სხვადასხვა საინტერესო გასართობ ღონისძიებებსა და გასვლით ტურებს