შემოდგომაზე ბოლნისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში (USIIP) დაბა თამარისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის; ბოლნისის წყალმომარაგების სათავე ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დასახლებებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მოისმინეს და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია და გაფართოება, რათა მოსახლეობამ წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლოს.
ამჟამად არსებული სისტემები ამორტიზებული და არაეფექტურია, არ ასახავს მზარდი მოსახლეობისა და ტურისტების მოთხოვნილებებს. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით 27 000 მომხმარებელი მაღალი ხარისხის, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო მარნეულსა და ბოლნისში 29 000-ზე მეტ მომხმარებელს წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განახორციელებს. საჯარო განხილვას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვალენტინა ნავერიანი და ლონგინოზ გასანოვი ესწრებოდნენ.

Visited 181 times, 1 visit(s) today