შემოსავლების სამსახური და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, შემოსავლების სამსახურის დელეგაციამ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ბატონ ვახტანგ ლაშქარაძის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პირველ პირებთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარე პროექტების განხილვას და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შემდგომი კონკრეტული აქტივობების დაგეგმვას.
საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ბაქოს ახალი რეგიონალური ადმინისტრაციული ცენტრის გახსნის ცერემონიალში. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანში აშშ-ის, ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის ელჩები.

Visited 225 times, 1 visit(s) today