შემოქმედში ვარლამ სიმონიშვილის სახელობის მუზეუმი შენდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ცნობილი ქართველი ლოტბარის, ვარლამ სიმონიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ყაზაიშვილთან და გამგებლის მოადგილესთან – ბადრი გობრონიძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტით გათვალისწინებულია მუზეუმის, ნალიის, საკუჭნაოს, ფანჩატურის, ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოებს მუნიციპალიტეტი აფინანსებს და მისი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება – 184 902 ლარს შეადგენს. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს. ვარლამ სიმონიშვილი იყო, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაკრძალულია შემოქმედის მონასტრის ეზოში. სოფელში მოქმედებდა მისი სახელობის სახლ-მუზეუმი, რომლის ანალოგიც ამჟამად სოფლის ცენტრში აშენდება.

Visited 255 times, 1 visit(s) today