შეხვედრათა ციკლი ანაკლიის „მომავლის ბანაკში“

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ მონაწილეებს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი ნინო ბოჯგუა და ვიცე- პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის ისტორია, ნატოს ტრანსფორმაციის საკითხები და ნატო- საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილეს. სტუმრებმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. ლექციის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულ ახალგაზრდებს ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ. ღონისძიება საინფორმაციო ცენტრის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროს, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები მომავლის ბანაკის შემდეგ ნაკადებზეც გაგრძელდება.

Visited 321 times, 1 visit(s) today