შეხვედრა ავსტრიის ელჩთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აქსელ ვეხს შეხვდა.
შეხვედრაზე ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოსა და წყლის ფედერალური მინისტრის, ანდრა რუპრეჩტერის საქართველოში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
ანდრა რუპრეჩტერი საქართველოს მიმდინარე წლის ივნისში ესტუმრება და 8-10 ივნისს, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში – ,,გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალი – მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოსა და წყლის ფედერალური მინისტრი ანდრა რუპრეჩტერი ქართველ კოლეგას, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას შეხვდება. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

Visited 139 times, 1 visit(s) today