შეხვედრა კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კომერციული ბანკებისა და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი გააცნეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე როგორც ფინანასური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ისე დეპოზიტართა დაცვის მიმართულებით.
შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეკონომიკური საბჭოს აპარატის, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის ექსპერტები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა უპასუხეს კომერციული ბანკების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს.
როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, ახალ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის წინადადებებისა და შენიშვნების განხილვა.

Visited 169 times, 1 visit(s) today