შეხვედრა პოლონეთის დელეგაციასთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონური კომპანიის Plagiat.pl წარმომადგენლები. აღნიშნული კომპანია არის ანტი-პლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერი პოლონეთისა და რუმინეთის ბაზარზე. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სებასტიან კავჩინსკი და დელეგაციის სხვა წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდნენ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

პოლონური კომპანიის მომსახურებით 230-ზე მეტი უნივერსიტეტი სარგებლობს მსოფლიოში. პლაგიატი წარმოადგენს გლობალურ პრობლემას და საფრთხეს უქმნის განათლების ხარისხს, შესაბამისად, კომპანიის მისიაა დაიცვას განათლების უმაღლესი სტანდარტები და ხელი შეუშალოს პლაგიატს სტუდენტებსა და დოქტორანტებს შორის. Plagiat.pl წარმომადგენლები არიან სწორედ იმ საკონსულტაციო ორგანოს წევრები, რომელმაც შექმნა კანონი ყველა სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების სავალდებულო ვერიფიკაციაზე.

ქართული აკადემიური სივრციდან პლაგიატის აღმოსაფხვრელად და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სამინისტროს ხელმძღვანელობა მზადაა გაეცნოს და გაიზიაროს სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილება.

Visited 129 times, 1 visit(s) today