შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების” ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი და ბიზნეს სექტორის საქმიანობა”.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული პროცედურის შესახებ და კითხვები დაესვათ მშენებლობის ნებართვის მიღების თაობაზე ექსპერტებისათვის – ელენე დარჯანიასა და გია ჟორჟოლიანისთვის.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე” ფარგლებში ჩატარდა და მას ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები დაესწრნენ.

Visited 50 times, 1 visit(s) today