შვეიცარიული შოკოლადის კომპანია იმერეთში თხილის წარმოებას გეგმავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, შვეიცარიული შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის Camille Bloch-ის სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელს რენე მაიერს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქარველოში შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ილია მარჯანიძე ესწრებოდა. შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციების გაშენებითა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით არის დაინტერესებული. იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა შვეიცარიელებს იმერეთის მხარეში თხილის სექტორში არსებული რესურსი გააცნო და მის მაღალ ხარისხზე ისაუბრა. ამ ეტაპზე კომპანია Camille Bloch-ის წარმომადგენლები, იმერეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პლანტაციებისთვის შესაბამისი ტერიტორიების მოძიებაზე მუშაობენ.

Visited 145 times, 1 visit(s) today