შიდა ქართლი ბათუმის მე-12 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაზე საუკეთესო სტენდის მქონე რეგიონი გახდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-12 გამოფენაში შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძე ესწრებოდა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საწარმოებმა, ღვინის მარნებმა, მეთუნეებმა, მხატვრებმა და სხვა ხელოვანებმა. გარდა ნივთებისა, დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ენახა როგორც თიხის ძერწვის, ისე წნულისგან დამზადებული ნივთების დამზადებისა და სურამის ნაზუქის ცხობის მასტერკლასი.
გამოფენის ძირითად მიზანს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა.გამოფენის ორგანიზატორი საერთაშორისო საგამოფენო კომპანია „GEONET EXPO” იყო.

Visited 106 times, 1 visit(s) today