შიდა ქართლში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნციპალიტეტის გამგეობისა და ასოციაცია ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თანამშრომლობის შედეგად შიდა ქართლში მცხოვრებ თერთმეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები გადაეცათ. შეხვედრაზე გუბერნატორის პირველი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი, სოციალური სამსახურისა და ასოციაციის წარმომადგენლები და ბენეფიციარების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ასოციაციის ხელმძღვანელის, მაია კვეზერელის თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი სახის პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სრული მზად ყოფნა და ჩართულობა.

Visited 215 times, 1 visit(s) today