შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.
11 აგვისტოს სოფელ შინდისთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ქართველმა მებრძოლებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გასწიეს. 17 მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ეს დღე მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს პატარა და დიდი ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შესაძლებელია გმირობისა და თავდადების სიმბოლოდ, სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად გადაიქცეს მომავალი თაობებისთვის.
მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელ ხსოვნას.

Visited 217 times, 1 visit(s) today