შიომღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტერის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზაა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, განახლდა საგზაო საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები და კიუვეტები. ასევე, განახლდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. შიომღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

Visited 92 times, 1 visit(s) today