შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველ სამუშაო თათბირს დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის ახლადარჩეულ მერთან, ზაურ დარგალთან ერთად, მუნიციპალიტეტში პირველ სამუშაო თათბირს დაესწრო. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ყურადღება გაამახვილეს კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფას, კიდევ უფრო მეტად, ეფექტურს გახდის. შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ხელმძღვანელ პირებს, მუნიციპალიტეტში განხორციელებული, ნაყოფიერი, საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მერს წარმატებები უსურვა. სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის.

“ზაურ დარგალი არის მაღალი ლეგიტიმაციის მერი, მან კარგად იცის მარნეულის სპეციფიკა და სწორად აქვს წარმოდგენილი ის პერსპექტივები და მიმართულებები, რომელიც უფრო მეტად განავითარებს მუნიციპალიტეტს“-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

Visited 112 times, 1 visit(s) today